წითლიძე – თავდასხმაში ოცნების 100-ზე მეტი ტიტუშკა მონაწილეობდა

Published:

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ ზუგდიდში მას და მისი გუნდის წევრებს 100-ზე მეტი ქართული ოცნების მხარდამჭერი დაესხა თავს, მათ შორის იყვნენ საჯარო მოხელეებიც.

ანა წითლიძემ ბრიფინგზე თავდასხმაში მონაწილე პირების ვინაობა დაასახელა. ის ამბობს, რომ თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ნათესავია. 

“საარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც ჩვენ მშვიდად და წყნარად ვარიგებდით ფლაერებს და ვესაუბრებოდით მოსახლეობას, მოხდა ორგანიზებული თავდასხმა. ორგანიზებულ თავდასხმაში მონაწილეობდა 100-ზე მეტი ქართული ოცნების ტიტუშკა, მონაწილეობდნენ საჯარო მოხელეები. ეს ადამიანები, რომლებიც გუშინ ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენი ახალგაზრდულის წევრებს, რომლებიც ფიზიკურად გამისწორდნენ მე და რაც ყველაზე საშიშია, ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილობრივ მოსახლეობას – ქალებს, ბავშვებს, რომლებიც გამოვიდნენ ჩვენს დასაცავად, ეს ტიტუშკები გუშინ იყვნენ ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ.

ყველა გაშიფრულია. ერთ-ერთი არის შოთა ბანჯალაძე, ვახტანგ გომელაურის ნათესავი, რომელთანაც მირონი აკავშირებს. ის არის გენერალური ინსპექციის თანამშრომელი და ოცნების მხარდამჭერებს ნარკოტიკულ ნივთიერებებს ურიგებდა. […] ასევე, გოგა მოსია, ზუგდიდში აიპის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის მოადგილეა, რომელიც ფიზიკურად გვისწორდებოდა”, – თქვა ანა წითლიძემ.

ანა წითლიძის თქმით, მასზე თავდამსხმელი “სუსის აგენტი, ირაკლი კობახიძის სიძის, დავით ფაცაციას მიერ კონტროლირებული” თეონა ქარდავაა. 

ის მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, თავდამსხმელები შესაბამისად დასაჯონ. 

19 სექტემბერს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩის დევნილთა დასახლების მიმდებარედ, ქართული აგიტატორები ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 126-ე – ძალადობის მუხლით დაიწყო. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img