საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ნანა ძაგნიძე სამშობლოში დაბრუნდა

Published:

უნგრეთმა 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლა. ტურნირზე ინდივიდუალურ პირველ დაფაზე ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ოლიმპიადა მე-6 ადგილზე დაასრულა, ვაჟ მოჭადრაკე ნაკრებმა კი მე-19 ადგილი დაიკავა.

ბუდაპეშტში, მსოფლიოს საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის – ფიდე-ს 100 წლის იუბილეს აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებაც გაიმართა. დაჯილდოვდნენ გამორჩეული საჭადრაკო მოღვაწეები და ცალკეული ორგანიზაციები განსაკუთრებული მიღწევებისა და ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ყველა დროის საუკეთესო ქალთა გუნდად საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები დასახელდა, სპეციალური პრიზით კი მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი დაჯილდოვდა.

უნგრეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ ბრინჯაოს მედლის მფლობელი ნანა ძაგნიძე, საქართველოს ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრებების წევრები და ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი. წარმატების მისალოცად ქართველ მოჭადრაკეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე დახვდა. მოჭადრაკეებს ელოდნენ გულშემატკივრები და ახლობლებიც. ქართველი მოჭადრაკეები ოლიმპიადაზე სწორედ კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img