Yandex ტაქსი საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

Published:

Ridetech Georgia LLC (Yandex ტაქსი) საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, – შესაბამის განცხადებას კომპანია ავრცელებს.

„ჩვენ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ვმუშაობთ. ჩვენი სერვისების მომხმარებლების უფლებები წარმოადგენს ჩვენს პრიორიტეტს. პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს ვეყრდნობით. მონაცემების შესანახად ვიყენებთ ევროკავშირში მდებარე სანდო სერვერებს – იმ იურისდიქციაში, რომელიც, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიხედვით, Yandex Go-ს მომხმარებლის მონაცემების ადეკვატურ დაცვას უზრუნველყოფს. საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა, ჩვენ არ ვეთანხმებით და გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას. Yandex Go-ს სერვისი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს

აღნიშნული განცხადებით, Ridetech Georgia LLC ეხმაურება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, შპს Ridetech Georgia LLC-ის მიერ, აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემისას (დამუშავებისას) დარღვეულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები”, – “, – აცხადებენ Ridetech Georgia LLC-ში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img