პრემიერი – 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა, პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებსაც ჰქონდათ ოცნება ერთიან საქართველოზე

Published:

27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მთავრობის წებრებთან ერთად, სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყანას, სამშობლოს და თავი შესწირეს ერთიანი საქართველოს იდეას. ამ გმირებს ჰქონდათ ოცნება, ეს იყო ოცნება ერთიან საქართველოზე და მე დარწმუნებული ვარ, ეს ოცნება აუცილებლად ახდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img