საქართველო-ალბანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა ხვალ დაიწყება

Published:

საქართველოსა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებთა მატჩის ბილეთების გაყიდვა 28 სექტემბერს 12:00 საათზე დაიწყება. ამ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ბილეთების რეალიზაცია მხოლოდ ონლაინ-რეჟიმში მოხდება და ამ პროცესს ტრადიციულად TKT.GE უზრუნველყოფს. ცნობილია ისიც, რომ ბილეთების ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება, თითოეულ მომხმარებელს კი მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეეძლება.

საქართველოსა და ალბანეთის დაპირისპირება უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის B დივიზიონის მე-4 ტურის ეგიდით შედგება. თამაში 14 ოქტომბერს 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდმა ტურნირის სასტარტო მატჩებში ჩეხეთსა (4:1) და ალბანეთს (1:0) სძლია და პირველ ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. 3-3 ქულა აქვთ ალბანეთსა და ჩეხეთს, უკრაინა კი უქულოდაა. მე-3 ტურში, 11 ოქტომბერს, უკრაინა საქართველოს პოლონეთის ქალაქ პოზნანში უმასპინძლებს, ჩეხეთი კი პრაღაში ალბანეთს მიიღებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img