საფრანგეთის Top 14-ის მე-10 ტურში, “პო” “კლერმონს” დაუპირისპირდა და 22:11 დაამარცხა. საკუთარ მოედანზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, “პომ” 31 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციაზე აღზევდა.
“პოს” გამარჯვებაში ლომის წილი ბექა გორგაძემ დაიდო. ქართველმა მესამეხაზელმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, რაც ორგანიზატორებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ და გორგაძე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.
მე-10 ტურის სიმბოლური გუნდი
ხაზი: 15. ტ. ატისოგბი, 14. დ. დელიბი, 13. ჯ. მარშანი, 12. ი. მოეფანა, 11. ა. კროსდეილი, 10. ლ. კარბონელი, 9. ნ. ლე გრაკი.
შერკინება: 8. ბ. გორგაძე, 7. ტ. ჰალაიფონუა, 6. ა. ჟელონში, 5. პ. ტუილაგი, 4. მ, ტაულეინი, 3. ბ. ტამეიფუნა, 2. ჯ. ტარიტი, 1. ს. ფისი’იოი.