საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანი მეორედაც დაამარცხა

Published:

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში აზერბაიჯანის გუნდს ამხანაგური შეხვედრაში დაუპირისპირდა და 2:0 სძლია.

მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. ამ შეხვედრის გმირი ანანო წიქარიძე იყო. მან ანგარიში 68-ე წუთზე გახსნა. საქართველოს ნაკრების შემტევმა გოლი პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა.

86-ე წუთზე წიქარიძემ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ მან პირველ შეხვედრაშიც ორი გოლი გაიტანა. პირველი გოლი განსაკუთრებით ეფექტური იყო, რადგან წიქარიძემ ექვსი მეტოქე ჩამოიშორა.

აზერბაიჯანთან ამხანაგური მატჩები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. ნოემბერში გასამართ შესარჩევ ეტაპზე საქართველოს 17-წლამდე გოგონათა გუნდი სლოვაკეთს, მონტენეგროსა და ლატვიას დაუპირისპირდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img