უცხო ქვეყნის მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, დანარჩენი კი ქვეყნიდან გააძევეს.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულია – თურქმენეთის, ერაყის, თურქეთის, ინდოეთის, ირანის, ნიგერიის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, რუსეთის, იორდანიისა და პაკისტანის, ჯამში 42 მოქალაქე”, – წერია განცხადებაში.
სამინისტროს მტკიცებით, გაძევებულთა შორის არიან ისინი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში იყვნენ ჩართული.