სპეცოპერაცია ღამის კლუბებში – დაკავებულია 14 ადამიანი

Published:

გასულ ღამეს შსს-მ თბილისში ხუთ ღამის კლუბში სპეცოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც 14 პირია დაკავებული. დაკავებულებს ბრალად უცხოეთის მოქალაქეებისთვის თანხის გამოძალვა ედებათ, როგორც ცნობილია ისინი კლუბში შესულ უცხოელ მომხმარებლებს, საბოლოო ანგარიშსწორების ქვითარში, არასწორ თანხას უთითებდნენ.

კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, დაკავებების სერია ამით არ ამოწურულა და საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.

„თაღლითობის და გამოძალვის ბრალდებით დაკავებულია 14 პირი, ასევე გაგრძელდება დაკავებები. ამ მაგნებინებს ჰყავდათ ორგანიზებული დაჯგუფება, რომლებიც მართავდნენ ხუთივე კლუბს. ეს ადამიანები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თაღლითურად, ფსიქოლოგიური და სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდებით სძალავდნენ თანხებს” – განაცხადა კუპატაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img