„ჩემი ხმა“ ცესკოს მიმართავს – საქართველოს ათასობით მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეზღუდება

Published:

სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია – „ჩემი ხმა“ მოუწოდებს ცესკოს, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, დაუყოვნებლივ შექმნას და აამუშაოს საკომუნიკაციო ეფექტური ცხელი ხაზი იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა დროულად, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე შეძლონ.

ამის შესახებ კოალიცია „ჩემი ხმა“ წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ათასობით მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეზღუდება.

როგორც თოლორაიამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს ინსტრუქციების შესაბამისად გაიარეს საკონსულო აღრიცხვა, მათ ექმნებათ დამატებითი ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ბარიერები და ვერ ხვდებიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

ამასთან, მისივე თქმით, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ არ არის გახსნილი სათანადო რაოდენობის უბნები საზღვარგარეთ.

ლონდა თოლორაიას თქმით, ასევე, ხმის მიცემის უფლების გარეშე რჩებიან უცხოეთში მცხოვრები დევნილები, რომელთა რეგისტრაციის ადგილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img