გაბრიელიუს ლანდსბერგისი – საქართველოს მმართველი პარტია აგრძელებს დაშინების კამპანიას

Published:

სერიოზულად შეშფოთებული ვართ საქართველოში არსებული სიტუაციით. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მმართველი პარტია აგრძელებს დაშინების კამპანიას როგორც პოლიტიკური ოპოზიციის, ისე სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად მოსახლეობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის ეს ქმედებები ევროპის საბჭოს ღირებულებებს არ შეესაბამება.

„ეს არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს. ეს არ შეესაბამება ევროპის საბჭოს ღირებულებებს. ამიტომ მოვუწოდებ ქართველ დეპუტატებს და დიპლომატებს, რომლებიც სწორედ ამ დარბაზში არიან, აიღონ პასუხისმგებლობა და უზრუნველყონ, რომ საქართველო დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ევროპის გზას დაუბრუნდეს“, – აღნიშნა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img