გორში, სარეცხის გაფენის დროს ქალი მე-4 სართულიდან გადმოვარდა

Published:

გორში, მრავალსართულიანი კორპუსის მე-4 სართულიდან ქალი გადმოვარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე ქალი სარეცხს ფენდა რა დროსაც მას ფეხი დაუცდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “რუსთავი 2-ს” განიცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img