აზერბაიჯანი სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ აწერს

Published:

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანმა ვარშავაში, უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიის დროს განაცხადა, რომ სომხეთი ვერ ხედავს აზერბაიჯანის მხრიდან პოლიტიკურ ნებას სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისთვის.

არარატ მირზოიანი ამბობს, რომ არსებობს აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების თითქმის საბოლოო პროექტი, მაგრამ არ არის ხელმოწერილი, რადგან აზერბაიჯანი ყოველ ჯერზე ახალ წინაპირობებს აჩენს. მისი თქმით, აზერბაიჯანში ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამაა შესათანხმებელი, მაგრამ, მირზოიანის განმარტებით, მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ყველა საკითხს მოიცავს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img