აშშ-ის საელჩო – დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ

Published:

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მორიგ ე.წ. ქარდს აქვეყნებს. 

“დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ”, – წერია დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ პოსტში. 

აშშ-ის საელჩო ქართული ოცნების დეზინფორმაციასთან საპასუხოდ სოციალურ ქსელში საინფორმაციო ქარდებს ავრცელებს. წინა დღეებში საელჩოს ქარდები ბიძინა ივანიშვილისა და კრედიტ სუისის საქმეს და ცრუ განცხადებებს ეხებოდა, რომ 2020 ISFED სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა. 3 ოქტომბერს აშშ-ის საელჩომ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ “იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება”.

მოგვიანებით, საელჩოს ქარდებს პრემიერმინიტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული ქარდები “გაუგებარია”. იგი ელჩ რობინ დანიგანს მოუწოდებს, თავისი თანამშრომლების საქმიანობაში “ჩაიხედოს”. კობახიძე ამტკიცებს, რომ საელჩოს თანამშრომლები სიცრუის შემცველ ქარდებს ამზადებენ. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img