სკოლებში, უნივერსიტეტსა და ბაღებში ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ ცრუ ზარები განხორციელდა.
შესაბამისმა სამსახურებმა გაატარეს ღონისძიებები. თანამშრომლებისა და მოსწავლეების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.
სასწავლო პროცესი ღონისძიების დასრულების შემდეგ განახლდება.
ცნობისთვის, დილით თბილისში, 41-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.
“ბავშვმა დამირეკა, სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდაო. 41-ე სკოლაში შეტყობინება შევიდა ბომბის შესახებ. მშვიდობაა ქვეყანაში”, – წერს მარი კორკოტაძე.
ასევე ვრცელდება ცნობები, რომ ევაკუაცია ყაზბეგის ქუჩაზე, ევროპულ სკოლაშიც გამოცხადდა.
მობილიზებული იყო პოლიცია.