მარნეულში 18 წლის ორსულმა ქალმა მეზობლის სახლიდან დიდი რაოდენობით ოქროულობა და თანხა მოიპარა. დანაშაულის კადრები სათვალთვალო კამერამ ჩაიწერა.
დაზარალებულების მტკიცებით, მათ ყველა მტკიცებულება და სათვალთვალო კამერის ჩანაწერები გადასცეს პოლიციას, თუმცა შესაბამის უწყებებს დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებიათ. მათი თქმით პოლიცია ქალს ფეხმძიმობის გამო არ იჭერს, ქალი კი ამბობს, რომ მოპარული ოქროულობა უკვე გაყიდა და უკან ვერ დააბრუნებს.