გადამწყვეტი მატჩი შვედეთთან: ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძვის

Published:

ეროვნული ნაკრების გარდა, მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ემზადება საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები.

რამაზ სვანაძის გუნდი 10 ოქტომბერს შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდება და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებს. შეხვედრა შვედეთში, იენჩეპინგში”, “სტადსპარკკსვალენის” სტადიონზე გაიმართება.

მოახლოებული მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობას დაემატა ირაკლი აზაროვი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში თამაშის დიდი გამოცდილებაც აქვს.

რამაზ სვანაძის გუნდის გაფართოებული შემადგენლობა შვედეთთან მატჩისთვის ასე გამოიყურება.

საქართველოს U21 ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: ირაკლი აზაროვი (შახტარი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ჩერნომორეცი).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), დავით გოცირიძე (დინამო თბილისი).

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე 2 შეხვედრა რჩება. სვანაძის გუნდი 8 ტურის შემდეგ 16 ქულით მეორე პოზიციაზეა და მომდევნო მატჩში სტუმრად, უშუალო კონკურენტ შვედეთს შეხვდება (10 ოქტომბერს), სადაც დიდი ალბათობით ამ ჯგუფის მეორეადგილოსნის ვინაობაც გაირკვევა. ბოლო მატჩს კი ქუთაისში, ჩრდ.მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს (15 ოქტომბერი).

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img