ლეღვაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

Published:

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღაში მომხდარი მკვლელობის შედეგად 1990 წელს დაბადებული გ.ფ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის რვა ოქტომბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობელი – 1960 წელს დაბადებული თ.ქ. სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ გ.ფ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img