ქართული ოცნების რეკლამის არგაშვების გამო „მთავარს“, „ფორმულასა“ და „TV პირველს“ ოქმი შეუდგინეს

Published:

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ სამ ტელეარხს („მთავარი არხი“, „ფორმულა“, „TV პირველი“), რომელმაც უარი თქვა, ეთერში გაეშვა ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო რეკლამა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. საბოლოო გადაწყვეტილებას დაჯარიმებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო იღებს.

„მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „ტვ პირველი“ ამბობენ, რომ ეს რეკლამა ამორალური და არაეთიკურია და ფიქრობენ, რომ მისი გაშვებით კანონს დაარღვევენ. ტელეარხების წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ მმართველი პარტიის რეკლამა ომის პროპაგანდას შეიცავს და ამომრჩეველში შიშს თესავს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img