საფრანგეთში ემიგრანტების საარჩევნო უბნამდე ტრანსპორტირებისთვის თანხას აგროვებენ

Published:

საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტების ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც პარიზში გახსნილი საარჩევნო უბნიდან შორს ცხოვრობენ, მოქალაქეები თანხას აგროვებენ.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ცნობით, ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც საფრანგეთის სხვადასხვა დიდ ქალაქში საარჩევნო უბნები არ გახსნეს.ეს ინიციატივა თავისუფალ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს „ერთი მოქალაქე – ერთი არჩევანი“ – ეკუთვნის, როლმის მიზანია 26 ოქტომბრი საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რაოდენობის გაზრდა.

თამარა დემურია, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლი, იუწყება, რომ ამ დროისთვის შეგროვებული თანხა, დიდი ალბათობით, სტრასბურგიდან და რენიდან ტრანსპორტირების ხარჯებს დაფარავს.

შეგახსენებთ, ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანს გახსნის. ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნება საფრანგეთში, პარიზში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img