პოლიციამ ქვემო ქართლში დიდი ოდენობით თანხის გამოძალვასა და კერძო ქონების განადგურების მცდელობის ფაქტებზე 3 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ერთ-ერთი მათგანი ერთხელ ნასამართლები 24 წლის პირი იყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქონების განადგურებისა და მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის მუქარით დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვეს.
ბრალდებულებმა მოქალაქის ეზოში ქონების განადგურების მიზნით მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს, კიდევ ერთის ეზოში კი – მუქარის შემცველი წერილი და 3 ვაზნა გადააგდეს. ნივთმტკიცებად ზუსტად ეს ვაზნებია ამოღებული.
დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით მიმდინრეობს.