რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავისი ბრძანებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესვლისა და გასვლის პროცედურა გაამარტივა.
რუსეთის პრეზიდენტის ბრძანება № 873 10 ოქტომბერს სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად რუსეთის ფედერაციაში შეცვლის უვიზო რეჟიმი გავრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე. რომლებიც რუსეთში ჩადიან „შრომითი საქმიანობისთვის 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთის ფედერაციაში დროებით ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.
მანამდე საქართველოს მოქალაქეების ამ კატეგორიას რუსეთში უვიზოდ შესვლის უფლება არ ჰქონდათ.
პუტინის ბრძანება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე და საქართველოს მოქალაქეებს ვინც ამ კატეგორიაში ხვდებიან შეეძლებათ რუსეთში შესვლა „მათი პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტების (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით, დიპლომატიური პასპორტის, სამსახურებრივი პასპორტის, მეზღვაურის მოწმობით და საქართველოში დაბრუნების დამადასტურებელი მოწმობის“ საფუძველზე”.
პუტინმა საქართველო მოქალაქეებისთვის 2000 წელს დაწესებული სავიზო რეჟიმი 2023 წლის 15 მაისს გააუქმა.