მატჩის დღე! – საქართველო VS ალბანეთი

Published:

უკრაინასთან (0:1) მარცხის შემდეგ, “ერთა ლიგის” მეოთხე ტურში, საქართველოს ნაკრები ალბანეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს – დღეს, 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე, “მიხეილ მესხზე”.

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

ვილი სანიოლის ფეხბურთელები ჯგუფში კვლავ პირველ ადგილზე არიან და იმედია, ამ პოზიციას ნოემბრის ჩათვლით შეინარჩუნებენ. შეგახსენებთ, მომდევნო თვეში, ჯერ უკრაინას ბათუმში უნდა დავუხვდეთ, ბოლოს კი ჩეხეთში ვითამაშოთ. იმისთვის, რომ ბრძოლა გაგრძელდეს, “ერთა ლიგაზე” ჯგუფის მოგება ისაა, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ამავდროულად, ამით მომავალ ტურნირზე “ა” დივიზიონში გადავინაცვლებთ.

ალბანელებმა ზედიზედ ორი შეხვედრა დათმეს. სილვიონიოს გუნდს დასკვნითი ორი დაპირისპირება საკუთარ მოედანზე აქვს და ამის ძალიან ეიმედებათ, თავიანთი შანსებისთვის კი თბილისშიც იბრძოლებენ. სექტემბერში ტირანაში გიორგი ქოჩორაშვილის გოლით (1:0) მოვიგეთ, რომელიც ახლა დისკვალიფიცირებულია. ალბანელებს ქართველებთან 2005 წლის შემდეგ არ გაუმარჯვიათ, “ჯვაროსნებს” მათთან წარმატების მიღწევა არასდროს უჭირდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img