17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა იქნება, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალოა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.