Global Finance-მა თურნავას საქმიანობა ევროპის ცენტრალურ ბანკირებს შორის ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა

Published:

გამოცემა Global Finance-მა ნათია თურნავას საქმიანობა ევროპის ცენტრალურ ბანკების ხელმძღვანელებს შორის ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა.

კერძოდ, Global Finance-ის თანახმად, თურნავა იმსახურებს შეფასებას D.

არცერთი სხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ქულა, რომლის საქმიანობაც შეფასდა, ასეთი დაბალი არ არის.

საქართველოს შემდეგ ყველაზე დაბალი ქულა დაიმსახურა პოლონეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, ადამ გლაპინსკიმ – C.

ყველაზე მაღალი შეფასებები დანიის, ჩეხეთის, შვედეთის, შვეიცარიის და ევროკავშირის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა დაიმსახურეს – A+.

ნათია თურნავას შესახებ გამოცემა წერს:

„ნათია თურნავას დანიშვნა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელად პოლიტიკურ გადაწყვეტილებად იყო შეფასებული. თუმცა, ეს მისი ყველაზე ნაკლები პრობლემაა, ვინაიდან სებ მუდმივად ჩათრეულია მწვავე პოლიტიკურ დისკუსიებში.

გაჩნდა კითხვები მისი 2023 წლის სექტემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. გადაწყვეტილება შეეხებოდა ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. მისმა საკამათო პოზიციამ გამოიწვია ეროვნული ბანკის მაღალი თანამდებობის 3 პირის გადადგომა და საყვედური პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან, რომელმაც მას გადადგომისკენ მოუწოდა.

მას არაფერი გაუკეთებია, რათა გაეფანტა წუხილები, რომელიც უკავშირდება მის ქმედებას გასული წლის სექტემბერში (სანქციების აღსრულების წესის ცვლილება) და მის სიახლოვეს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან”, რამაც შეარყია მის მიმართ ნდობა”.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img