რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი – საავადმყოფო მალე შეძლებს პაციენტების მიღებას

Published:

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ალექსანდრე მესხი განმარტავს, თუ როდის შეძლებს კლინიკა პაციენტების მიღებას.

როგორც ის აცხადებს, ამ ეტაპზე, კლინიკაში კადრების დაკომპლექტება მიმდინარეობს, პაციენტების მიღებას კი მაშინ შეძლებენ, როდესაც მარეგულირებელი კომისიის ნებართვა ექნებათ.

„ამჟამად მიმდინარეობს მარეგულირებლის მიერ შემოწმება. სავარაუდოდ, მალე მივიღებთ ნებართვას და შევძლებთ პაციენტების სრულად მიღებას. ამ ეტაპზე, კლინიკაში, კადრების დაკომპლექტება გრძელდება, რაც 2-3 დღეში დასრულდება. ამ ეტაპზე, ეს ინფორმაცია შემიძლია მოგაწოდოთ“,- აღნიშნა მესხმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img