შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლის ახალი მანქანები შეიძინა

Published:

ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლის ახალი მანქანები შეიძინა.

მისივე თქვით, ასევე განახლდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით და პისტოლეტებით სპეცდანიშნულების რაზმის შეიარაღება.

აღჭურვილობა შევიძინეთ, ახალი წყლის ჭავლის მანქანები, რომლებიც იყო შეძენილი 2006 თუ 2007 წელს წინა მთავრობისგან. უკვე დიდი ხნის მანქანები იყო და დავამატეთ, განვაახლეთ, რამდენიმე ცალი ახალი წყლის ჭავლის მანქანა შევიძინეთ. ასევე, სპეცდანიშნულების რაზმის შეიარაღება განახლდა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, პისტოლეტები” – აცხადებს ვახტანგ გომელაური.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img