ცნობილი მორაგბე სოსო მათიაშვილი, რომლის ხმაც “ქართული ოცნების” საარჩევნო კლიპში მისი ნებართვის გარეშე გამოიყენეს განმარტავს, რომ ეს ემოციები და ბედნიერების ხმა არცერთ პარტიას ეკუთვნის, მხოლოდ ის ემოციებია რომელიც რაგბის ნაკრებმა ქართველ ხალს აჩუქა,– ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“ამ პოლიტუკურ “რეკლამის” დასაწყისში, მოგეხსენებათ ჩემი ხმა ადევს, რაზეც რამოდენიმე სიტყვის თქმა მინდა.
ამ ხმის გამოყენების უფლება ჰქონდათ, იმის მიუხედავად რომ მე ეს არ მინდოდა, რადგან არც ამ პოლიტიკური პარტიის მომხრე ვარ, არც მათი პოლიტიკის და არც მათი ამომრჩეველი ვარ.
რაც მთავარია ეს ემოციები და ბედნიერების ხმა არ ეკუთვნის არცერთ პარტიას, ეს ხმა არის ჩემი ბედნიერებისგან გამოწვეული ემოციები, რომელიც რაგბის ნაკრებმა მაჩუქა მე, აჩუქა ქართველ ხალხს და რაც მთავარია საქქართველოს!!!”– წერს სოსო მათიაშვილი.