ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 776 726 ამომრჩეველი მივიდა, რაც 22.22%-ს შეადგენს.
ამასთან, ცესკო-ს მონაცემებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 25,88%-ს შეადგენდა, რაც 935 278 ამომრჩეველ შეადგენს, 2016 წელს – 19,81%-ს, 2020 წელს კი – 19,41-ს.
რეგიონების მიხედვით აქტივობა ასე გადანაწილდა:
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 72 443; თბილისი 238 992; კახეთი 70 441; მცხეთა-მთიანეთი – 20 903; ქვემო ქართლი – 83 448; შიდა ქართლი – 51 522; სამცხე-ჯავახეთი – 31 651; რაჭა ლეჩხუმი – 9 096; იმერეთი – 113 536; გურია – 21 748; აჭარა – 62 876.
შეგახსენებთ, არჩევნები ქვეყნის უმეტეს ნაწილში ახალი მეთოდით, ელექტრონულად, მიმდინარეობს, ხოლო იმ რეგიონებში,სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე ნაკლებია კენჭისყრა ისევ ძველი მეთოდით ტარდება.