17:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 50.6%-ია. ხმა 1 768 816-მა ამომრჩეველმა მისცა. ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
2012 წელს 17:00 საათზე აქტივობა 53.03% იყო (1 916 395 ამომრჩეველი), 2016 წელს – 42.04% (1 477 262 ამომრჩეველი) და 2020 წელს – 45.77% (1 607 530 ამომრჩეველი).
რეგიონების მიხედვით აქტივობა ასე გადანაწილდა:
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 160 651; თბილისი 540 549; კახეთი 151 339; მცხეთა-მთიანეთი – 46132; ქვემო ქართლი – 169 472; შიდა ქართლი – 119 444; სამცხე-ჯავახეთი – 75 207; რაჭა ლეჩხუმი – 17 989; იმერეთი – 264 496; გურია – 55 304; აჭარა – 168 233.