თელავის მუნიციპალიტეტში TV პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

Published:

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში, მე-16 საარჩევნო უბანთან მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მათმა ოპერატორმა ამომრჩეველზე ზეწოლისა და მოსყიდვის კადრები გადაიღო, რასაც ე.წ. “ოცნების დაჯგუფების” აგრესია მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკმპანია პირველი ავრცელებს.

TV პირველის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ნაცემია ოპერატორი და სრულად დამტვრეულია ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა.

შსს ამ ინცედენტის შესახებ კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img