არჩევნების შედეგების საპროტესტოდ, რუსთაველის გამზირზე დღეს აქცია გაიმართება

Published:

გვინდა მოგიწვიოთ 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, – ამის შესახებ განცხადება გუშინ, ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან.

“უფლებას, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, არავის დავუთმობთ. ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა – ყველანი ერთად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, “გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ “არ ვაღიარებთ არჩევნებს”.

“მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში, ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს და ამას ჩვენ არ შევეგუებით შემდეგი თაობებისთვის. არ შეიძლება, რომ ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ევროპული მომავალი. რადგანაც მე არ ვარ ერთი ადამიანი და მე ვარ სწორედ ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს დღეს საქართველოს მოსახლეობას, მე მინდა, რომ მოსახლეობას მივმართო და ვუთხრა – ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვეგუებით რუსეთს და მის შემოსვლას ამ ფორმით საქართველოში, ჩვენ დავდგებით ერთად და და აქ არიან ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში და იცავდნენ ევროპულ მომავალს. მათთან ერთად მინდა მოგიწვიოთ 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ გამოვუცხადოთ მსოფლიოს – ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს და ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციურ უფლებას, რომ მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა, ჩვენი მომავალი და იმის საშუალება რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img