კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის კახა კალაძეს მიმართავს.
ანა დოლიძის თქმით, ყველა ევროპული ქალაქის მერი ასეთი შედეგების შემდეგ, თანამდებობიდან წავიდოდა.
„გინდა ნამდვილად და გინდა თქვენებურად, შენ თბილისის მერი აღარ ხარ, პატივცემულო. სასწაულად გაყალბებული არჩევნებითაც კი გაგიშვა თბილისმა. ყველა ევროპული ქალაქის მერი წავიდოდა ასეთი შედეგების შემდეგ”, – წერს ანა დოლიძე.