ესპანეთში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 51-ს აღწევს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვალენსიის რეგიონულმა ლიდერმა, კარლოს მასონმა განაცხადა, რომ სამშაბათს, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის შემდეგ, ადამიანთა ნაწილი ამ დრომდე იზოლირებული რჩება.
სასწრაფო დახმარების სამსახურებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ გზებზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
ესპანეთის საგანგებო შემთხვევების განყოფილებიდან სამაშველო სამუშაოებში 1000-ზე მეტი ჯარისკაცი ჩაერთო.