საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული კომპანია Edelweiss-ი შემოდის.
ეს არის Lufthansa-ს გლობალურ საავიაციო ჯგუფში შემავალი ავიაკომპანია, რომელიც ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს მომავალი წლის 12 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, კომპანიასთან მოლაპარაკებები თითქმის ორი წელი მიმდინარეობდა