აჭარის უმაღლეს საბჭოში 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცედურები იწყება

Published:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე უძღვებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბიუროს წევრებს, 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტისა და ბიუჯეტის შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის წარდგენისა და განხილვის პროცედურების შესახებ ინფორმაცია, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ – მარინე გვიანიძემ წარუდგინა.

მისი განმარტებით, მთავრობის თავმჯდომარემ ბიუჯეტის პროექტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში წარმოადგინა, შესაბამისი მოხსენებებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი – ჯაბა ფუტკარაძე წარდგება. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

„ბიურომ ცნობად მიიღო 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვა. მომხსენებლის – მარინე გვიანიძის განცხადებით, საკითხი კომიტეტებმა განსაზღვრულ ვადებში განიხილეს, დასკვნების საფუძველზე მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები.

განხილვის პროცედურები იწყება 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვასთან დაკავშირებითაც. გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე ერთხმად მიიღეს. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img