დღეს, საღამოს, ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა იგეგმება, სადაც სამოქმედო გეგმის ბოლო დეტალებს შეაჯერებენ.
შეხვედრა 19:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ოფისში გაიმართება.
არსებული ინფორმაციით, 20:00 საათზე საგანგებო პრესკონფერენცია მოეწყობა, სადაც კოალიციის ქალი ლიდერები სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ და საზოგადოებას სამოქმედო გეგმას და შეჯერებულ სამომავლო ნაბიჯებს გააცნობენ.