“ჩემი ხმა” კასპის 8 უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვდა – მოსამართლემ ვიდეომტკიცებულებები სარწმუნოდ არ ჩათვალა

Published:

სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმა” კასპის 8 უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვდა – მოტივი ხმის მიცემის ფარულობის მასობრივი დარღვევაა. 

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე კობა გოცირიძემ მოსარჩელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა – არადა მაგალითად, კასპის 22-ე უბანზე, სადაც არჩევნების დღეს 16 საჩივარი დაიწერა, საოლქო ამ უბნის თავმჯდომარის მიმართ მხოლოდ შენიშვნით შემოიფარგლა. 

სადამკვირვებლო მისიამ დარღვევების კონკრეტული ვიდეომტკიცებულებები წარადგინა, თუმცა მოსამართლემ სარწმუნოდ არ ჩათვალა და საჩივარი არ დააკმაყოფილა. “ჩემი ხმა” მოსამართლის გადაწყვეტილებას შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img