ირანის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს

Published:

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს არჩევნების წარმატებულ ჩატარებას და პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს.

როგორც საქართველოში ირანის საელჩოს მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ეს არჩევნები გახდება ორი ქვეყნის ურთიერთობის გამტკიცებისა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საწინდარი.

„მსურს, თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს, გულითადად მოგილოცოთ წარმატებული საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება.

იმედია, ეს არჩევნები, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებას, გახდება ქართველი ხალხის წინსვლის და კეთილდღეობის, ორი ქვეყნის ურთიერთობის გამტკიცებისა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საწინდარი.

უფალს შევთხოვ თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობას და წარმატებებს და მეგობარი ქართველი ხალხის წარმატებებს“,- აღნიშნულია პრემიერისადმი გაგზავნილ მიმართვაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img