მერია ხუდოივის ტყის განახლებას გეგმას

Published:

მერია ხუდადოვის ტყის განახლებას გეგმავს. გარემოს დაცვის სამსახური ტყე-პარკის მოწყობასა და განახლებას იწყებს.

უკვე შემუშავებულია კონცეფცია, პირველ ეტაპზე, წლის ბოლომდე მოეწყობა ტყის ცენტრალური გზის სავალი ნაწილი. განთავსდება განათებები და ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემა.

პროექტის ფარგლებში, დარგავენ 14 000-ზე მეტ ხეს. ტერიტორიაზე დაგეგმილია შადრევნის, მოედნების, ამფითეატრის, კაფეს, ავტოსადგომის და ველობილიკების მოწყობა. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 3 მილიონ 600-ი ათასი ლარია.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პროექტის განხორციელებას, დაახლოებით, 4 წელი დასჭირდება.

“ახალგაზრდებმა, სტუდენტებმა დადეს ტყე-პარკის განვითარების, მოწესრიგების ძალიან კარგი კონცეფცია. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი. იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან დიდ ფართობზეა საუბარი – 100 ჰექტარზე, სამი/ოთხი წელი დასჭირდება მოწესრიგებას.

პირველი ეტაპის სამუშაოები დაწყებულია. ეს არის ძირითადი ბილიკი, რომელიც კეთდება. გარდა ამისა, მოეწყობა ღამის განათება, დაირგვება ახალი ხეები, მცენარეები”, – განაცხადა კახა კალაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img