საია-ს თავმჯდობარე, ნონა ქურდობანიძე – არჩევნების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების სააპელაციო განხილვის განრიგი მოულოდნელად შეიცვალა

Published:

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების განხილვის განრიგი „მოულოდნელად შეიცვალა“.

როგორც სოციალურ ქსელურ ქსელში ქურდოვანიძე წერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყველა საჩივარი ერთ საქმედ გააერთიანა, ხოლო აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოსგან პასუხი არ აქვთ.

ქურდოვანიძე აღნიშნავს, რომ საქმეების გაერთიანება, გუშინ, თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება.

„ფარულობის დარღვევის საქმეების განხილვის განრიგი მოულოდნელად შეიცვალა. დღეს, სხდომები ჩანიშნული გვქონდა როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოში. გუშინ ეს საქმეები სხვადასხვა მოსამართლეებს და შესაბამისად, სხვადასხვა შემადგენლობებს დაეწერათ. დღეს, პროცესების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, გვითხრეს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შესული ყველა საჩივარი ერთ საქმედ გაერთიანდება.

თუ ეს საქმეები ცალ-ცალკე დარჩებოდა, მათი განხილვა მოსამართლეთა სხვადასხვა შემადგენლობებს მოუწევდათ, ალბათობა, რომ რომელიმე განსხვავებულ აზრს დაწერდა, ან თეთრიწყაროს პრეცედენტს გაიზიარებდა, ასეთ ვითარებაში მეტი იყო. როგორც ჩანს, თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლოს მენეჯმენტი სხვაგვარად დალაგდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაერთიანებული საქმე 16:00 საათზე დაიწყება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოსგან ჯერ ველოდებით ინფორმაციის დადასტურებას, ერთიანდება თუ არა აღმოსავლეთ საქართველოს ყველა საარჩევნო დავაც ერთ საქმედ“, – აცხადებს ქურდოვანიძე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img