ამერიკის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი – აშშ-საქართველოს ურთიერთობები ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევანს გაუძლებს

Published:

აშშ-საქართველოს ურთიერთობები ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევანს გაუძლებს, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა განაცხადა.

„მე ნამდვილად მჯერა, რომ რაც არ უნდა მოხდეს საქართველოს არჩევნებში ან აშშ-ის არჩევნებში, საქართველოსა და შეერთებული შტატების ხალხებს შორის ურთიერთობა, ურთიერთობა ჩვენი კომპანიებს შორის, ურთიერთობა ჩვენს უნივერსიტეტებს, ბიზნესს, ანალიტიკურ ცენტრებს, ინსტიტუტებს, სამხედროებს, სამართალდამცავ ორგანოებს შორის — ყველა ეს ურთიერთობები გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს, რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს რომელიმე ქვეყანაში“, განაცხადა რობინ დანიგანმა .

შეგახსენებთ, 5 ნოემბერს გამართულ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img