„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე არ მივა. აღნიშნულის შესახებ რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, რურუა ჩვენებას სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს.
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურში მოწმის სახით გამოკითხვაზე დღეს არის დაბარებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, რურუა სუს-ში გამოკითხვაზე მოწმის სახით, სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი და 323-ე მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არის დაბარებული, რაც შეთქმულებასა და ტერორიზმს გულისხმობს.