მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრს შეხვდა

Published:

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ბელგრადში ვიზიტის ფარგლებში სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრს, ტანია მიშჩევიჩს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე და 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე ისაუბრეს, მიმოიხილეს ევროინტეგრაციის ფარგლებში განხორციელებული რეფორმები, საკანონმდებლო დაახლოების პროცესი და გაწევრიანების მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საკითხები.

მათივე ცნობით, ხაზი გაესვა კანდიდატ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და ევროინტეგრაციის პროცესში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სერბეთში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე სახელმწიფოთა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების XX საიუბილეო კონფერენციის (COSAP) ფარგლებში იმყოფება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img