სააპელაციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციის ლიდერები არ შეუშვეს

Published:

სააპელაციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციის ლიდერები არ შეუშვეს. პოლიტიკოსებს სურდათ, საარჩევნო დავების განხილვას დასწრებოდნენ, თუმცა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. 

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ სასამართლოსთან კართან მობილიზებულ პოლიციელებს შეახსენა, რომ პროცესებზე არდაშვება კანონდარღვევაა. ოპოზიციონერმა ლიდერმა გვირგვლიანის პროცესებიც გაიხსენა და თქვა, რომ მაშინაც მსგავის რამ ხდებოდა. 

ვარ საქართველოს მოქალაქე, მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, პროცესი არის საჯარო, შესაბამისად, თქვენ მე უნდა შემიშვათ. დასაბუთება უნდა მითხრათ, თქვენ კანონს არღვევთ ახლა, ხომ იცით ჩემზე კარგად. კონსტიტუციაც ხომ არ შეცვალეთ შემთხვევით და სასამართლო პროცესები ხომ არ დახურეთ? უკვე რუსეთში ხომ არ ხართ 82-ე ოლქად. გიგრვლიანის პროცესების დროსაც აქ დავდიოდი მე და ასეთი ამბავი იყო ზუსტად! სამარცხვინოები ხართ!, – უთხრა ანა დოლიძემ პოლიციელებს.  

შეგახსენებთ, რომ დილიდან სააპელაციო სასამართლოსთან მოქალაქეები და პროდასავლური ოპოზიცია იკრიბება. ადამიანები ადგილზე მოპარული ხმების დაბრუნებას ითხოვენ. დღეს სააპელაციოში  საარჩევნო დავების განხილვა ერთმანეთის მიყოლებით არის ჩანიშნული. საქმეების განხილვა მოსამართლეებს დიდი პროტესტის ფონზე მოუწევთ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img