ეს გადაწყვეტილება არის ქართველი ხალხის სიამაყე, – ასე აფასებს პრეზიდენტის ძმა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას, რომელმაც თქვა, რომ არჩევნებზე ხმის ფარულობა დაცული არ ყოფილა. ამის შესახებ მან სააპელაციო სასამართლოსთან აქციაზე ყოფნისას განაცხადა. ოთარ ზურაბიშვილი მოსამართლეებს მოუწოდებს, მათაც გაბედონ და სიმართლის მხარეს დადგნენ.
ყველამ ნახა მოსამართლის გუშინდელი გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილება არის ქართველი ხალხის სიამაყე, როცა ასე პირდაპირ და ასე ნათლად გამოდიხარ და შენს სათქმელს ამბობ. ასევე არის ყველას ვალდებულება. ჩვენი წინაპრების, ბებიები და ბაბუები ისე წავიდნენ უცხოეთში და იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, იგივე ბრძოლაა, არ ჩერდება, ჩვენი მტერი ერთი და იგივეა, – ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დილიდან სააპელაციო სასამართლოსთან მოქალაქეები და პროდასავლური ოპოზიცია შეიკრიბა. ადამიანები ადგილზე მოპარული ხმების დაბრუნებას ითხოვენ. დღეს სააპელაციოში საარჩევნო დავების განხილვა ერთმანეთის მიყოლებით არის ჩანიშნული. საქმეების განხილვა მოსამართლეებს დიდი პროტესტის ფონზე მოუწევთ.