საქსტატმა აღწერის საველე პერსონალის ტრენინგი დაიწყო

Published:

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, საველე პერსონალის ტრენინგი დაიწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აღწერის სექტორის ზედამხედველებს ტრენინგი უტარდება. აღწერაში მთლიანად ჩართული იქნება 12 000-მდე საველე პერსონალი, ხოლო ამ ეტაპზე ტრენინგში 350-მდე სექტორის ზედამხედველი მონაწილეობს.

2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება.

აღწერა ორი ეტაპისგან შედგება:

პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდით, ხოლო მეორე ეტაპზე, 29 ნოემბრიდან – 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, მონაცემები შეგროვდება საქსტატის ინტერვიუერების მიერ, კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით.

აღწერის შედეგების საფუძველზე, ხელმისაწვდომი იქნება ზუსტი და განახლებული მონაცემები, როგორც მოსახლეობის რაოდენობის, მისი სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის, სხვადასხვა დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების მიხედვით, ასევე შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ, თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების დონეზე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img