მევახშე, გიორგი შოთაძე დაკავებულია!

Published:

მევახშე, გიორგი შოთაძე დაკავებულია! – 2 წლიანი ხმაურიანი სასამართლო პროცესების შემდეგ, იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა” გაერთიანების ძალისხმევით მორიგი სამართალი აღსრულდა!

შოთაძეს ხელბორკილები სასამართლო დარბაზშივე დაადეს. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ მსჯავრდებული, შოთაძე ყველა ეპიზოდში დამნაშავედ სცნო.

საქმეზე გამოძიება 2022 წლიდან მიმდინარეობს, “იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება” წლებია გიორგი შოთაძის უკანონო საქმიანობას იკვლევს, გაერთიანების თავდაუზოგავი კვლევისა და დამოუკიდებელი გამოძიების შედეგად, სამართალი აღსრულდა და გიორგი შოთაძე დაკავებულია!

პირი, რომელმაც უკანონოდ მიითვისა ლელა სურმავას ქონება, რომლის ინტერესებსაც “იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება” წლებია იცავს. ჩვენი არქივი ინახავს არაერთ მასალას, სადაც პირდაპირ არის გაშიფრული მევახშე და აწ უკვე მსჯავრდებული და ბრალდებული გიორგი შოთაძის უკანონო ქმედებები.

ჩვენი გაერთიანების იურისტები აგრძელებენ საქმეზე გამოძიებას , რის შედეგადაც დამნაშავეს ბრალი დაუმძიმდება!

ამასთან, სფერო ჰოლდინგის დამფუძნებლის, გიგა წულეისკირის განცხადებით,” იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება”, 1 თვიან ვადას აძლევს ყველა მევახშეს და მათ მფარველს, იმისთვის რომ გასესხებული თანხების უკან დაბრუნების ხარჯზე, მოტყუებულ მოქალაქეებს, კუთვნილი უძრავი ქონება უკან დაუბრუნდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თითოეულ მევახშესა და მათ მფარველებს, გიორგი შოთაძის მსგავსად, “იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება” დამოუკიდებელ საგამოძიებო პალატასათან ერთად ამხელს!

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img