ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, კიევში გამოცხადებული საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის გამო იძულებული გახდა, თავშესაფარში გადასულიყო, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბორელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„კიევში დღეს თავშესაფარში ვიწყებ, რადგან რუსეთი მორიგი სარაკეტო შეტევას ახორციელებს. ეს არის უკრაინელი ხალხის ყოველდღიური რეალობა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ“, – წერს ბორელი.
Starting my day in Kyiv in the shelter, as Russia unleashes another missile attack.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) November 11, 2024
This is the daily reality for the Ukrainian people since Russia‘s full-scale invasion. pic.twitter.com/4h3Yrljrxy
ცნობისთვის, ჯოზეფ ბორელი უკრაინაში შაბათს ჩავიდა.