ზვიად პატარიძე ბილ ფარელის სახელობის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

Published:

ნიუ იორკში დასრულდა ბილ ფარელის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი, სადაც რამოდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ქართველმა მძიმეწონოსანმა, ზვიად პატარიძემ იასპარეზა და ჩემპიონი გახდა.

ქართველმა ფინალში ამერიკის სახელით მოასპარეზე კუბელი ფრიმანი 6:0 დაამარცხა, მანამდე კი უკრაინელ ვიშნიცკისა და ამერიკელ მესონს დამაჯერებლად მოუგო.

შეგახსენებთ, რომ პატარიძეს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველთა შორის ყველაზე მეტჯერ, ექვსჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებს, ახალგაზრდებსა და 23-წლამდელთა შორის.

აღსანიშნავია, რომ ზვიადი, რამდენიმე წელია, ამერიკაში ცხოვრობს და მას საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზაზა სილაგაძე ავარჯიშებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img